Skip links

ჩვენ შესახებ

პროგრამის წარმოშობის ისტორია

აშშ-ში კონექტიკუტის შტატში, ქალაქ ვილტონში არსებობს სწავლების პროგრამა. სადაც ქალ. ნანა ბოჟაძემ გაიარა ამ პროგრამის სრული კურსი. მისი დიდი სურვილი იყო არსებული პროგრამა დაენერგა საქართველოში. ამ პროგრამის დირექტორს ქალ. პამ პერეზს დიდი სურვილი გაუჩნდა გაეზიარებინა პროგრამის იდეოლოგია, დოკუმენტაცია და დახმარებოდა ქალ. ნანას მათი მსგავსი სკოლა გახსნილიყო საქართველოშიც. მომავალი სკოლის დაარსებისთვის უამრავი შემოწირულობა გაიღო ზაიენს ჰილის დირექციამ. 

ქალ. ნანამ განათლების სამინისტროს ლიცენზიის საფუძველზე 1999 წელს გახსნა იგივე საგანმანათლებლო ფილოსოფიის ადრეული ასაკის ბავშვთა აღზრდის დაწესებულება ”მზის სხივი”, რომლის სახელწოდებაც ამერიკელი კოლეგების მიერ არის შერჩეული. 2006 წლიდან ზაიენს ჰილის პროგრამის დირექტორია ქალ. მონიკა სომერი.
 
ადრეული ასაკის ბავშვთა აღზრდის დაწესებულება ”მზის სხივი” დღემდე ფუნქციონირებს წარმატებით.